Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კონფერენციაში გამარჯვებული სტუდენტები

2021 წლის 25 მაისს, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისათვის გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია. სტუდენტებმა კონფერენციაზე წარმოადგინეს პრეზენტაციები ეკონომიკასა და ბიზნესში აქტუალურ საკითხებზე. კონფერენციის კომისიის გადაწყვეტილებით გამოვლინდნენ გამარჯვებული სტუდენტები: I ადგილი - დადუნაძე მარიამ, ,,COVID-19 პანდემიის გავლენა ქალთა დასაქმებაზე საქართველოში“, მეცნიერ-ხელმძღვანელი ასისტენტ პროფესორი ქეთევან ჩიტალაძე. II ადგილი - აბრამიშვილი ზურაბი, ,,პანდემიის გავლენის შედეგები განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებზე“, მეცნიერ-ხელმძღვანელი   ასოცირებული პროფესორი ნაზირა კაკულია.  III ადგილი - გაზდელიანი ლუკა, ,,უმაღლესი სასწავლებლების ციფრული ტრანსფორმაცია - ციფრული უნივერსიტეტი“ მეცნიერ-ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი თეა მუნჯიშვილი. გამარჯვებულ სტუდენტებს გადაეცემათ ფულადი ჯილდო, კონფერენციაში მონაწილე სტუდენტები დაჯილდოვდება სერთიფიკატებით.